Joker | ჯოკერი
  • 4.4

Joker | ჯოკერი

  • Latest Version
  • Leavingstone

აღრიცხე ჯოკერის თამაშის ყოველი სვლა და დიადი მიღწევა შენს ძვირფას სმარტფონში.

About this game

...როდესაც იმედის ბოლო სხივი წყვდიადმა შთანთქა, როდესაც გული აღარ გულობს და ქადა შეუჭმელი ხმება, როდესაც ქაღალდის ნასახიც არ მოგეპოვება და მელნის უკანასკნელი წვეთიც დიდი ხნის წინ დააშრო უსასრულო მოლოდინმა, როდესაც უკან დასახევი გზა ასჯერ არის დედაბუდიანად გაზომილი და ერთხელ ძირფესვიანად მოჭრილი - თამაში უნდა გაგრძელდეს!

აღრიცხე ჯოკერის თამაშის ყოველი სვლა, დიადი მიღწევა და თბილი მოგონება შენს ძვირფას სმარტფონში.

► ამ აპლიკაციით ძალგიძს:

•tგააოგნო შენი მეგობრები, რომ ფლობ ასეთ აპლიკაციას.
•tზედმიწევნით აღრიცხო ჯოკერის ყოველი ხელი - თვალი თვალის წილ, პასი პასის წილ!
•tმარტივად განასხვავო სიტყვა და საქმე - ვინ რამდენი თქვა და ვინ რამდენი აიღო.
•tდაივიწყო ტვინის ჭყლეტა და ოდესღაც ნასწავლი არითმეტიკა - ყველა გამოთვლა სრულდება პირნათლად.
•tგახდე განგების მარჯვენა და განსაზღვრო ხიშტის ოდენობა.
•tგადაარჩინო რამდენიმე თავმომწონე ხე და მელანი რისგანაც მზადდება, ეგ.

► გზამკვლევი ჯოკერის წიაღში:

1. ატუზე თამამად!
2. შეიყვანე მოთამაშეების სახელები რიგის მიხედვით.
3. აირჩიე ხიშტის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე.
4. ითამაშე, როგორც გენებოს - ცხრიანებით ან მამაპაპურად.
5. მოშლა, არ მოშლა?! - თუ დიდსულოვნების გამოჩენა გწყურია, პრემიის ზენიტში ყოფნისას დაინდე უბრალო მოკვდავები.
6. მოისაზრე, ეულად შეერკინებით ერთმანეთს თუ წყვილად აილესავთ კბილებს - მოწმეები არ დაიშვებიან!
7. ცხრილის პირველ გრაფაში წერ რამდენი თქვა მოთამაშემ და მომდევნო გრაფაში - რამდენი აიღო.
8. ხიშტის აღსანიშნავად უბრალოდ დააჭირე " - "
9. თუ ბედმა გაგიღიმა და ნათქვამი პირწმინდად აღასრულე, აპლიკაცია ჯილდოს თავად დაგითვლის. აგრეთვე პრემიები თავისით დაგიჯამდება.
10. თამაში გრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა!
11. იმრუშე გემოვნებით!

Versions Joker | ჯოკერი